მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პერსპექტივების მოკვლა, რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს, სოფლის მეურნეობისთვის სავალალო იქნება - ფერმერთა ასოციაცია

რატი კოჭლამაზაშვილი

პერსპექტივების მოკვლა, რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს, სოფლის მეურნეობისთვის სავალალო იქნება - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარდა ფინანსური დახმარებისა, ევროკავშირი სოფლის მეურნეობაში ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც უზრუნველყოფდა. ამის გათვალისწინებით, იგი პროგნოზირებს, რომ სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია და განვითარებაც შეჩერდება.

„მოკლევადიან პერიოდში უკვე დგება მოთხოვნის შემცირება, მაშინ როდესაც წინა საახალწლოდ პიკური პერიოდია ხოლმე. გრძელვადიან პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი დაფინანსებები ევროკავშირიდან. ამ დაფინანსებების დიდი ნაწილი სახელმწიფოს გავლით მოდიოდა, დაახლოებით 90%. როგორც ვიცით ეს გაჩერდება და არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება. ასევე, აქ მხოლოდ ფინანსებზე საუბარი არ არის. მას შემდეგ რაც DCFDA დაინერგა და უფრო აქტიურად დაიწყო ევროინტეგრაციის პროცესი, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 700-800 მლნ ევროს მარტო სოფლის მეურნეობაზეა დახარჯული“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე ცნობით, ევროპული ინვესტიციები გარდა ფინანსური დახმარებისა, ცოდნის დაგროვებას და სექტორის სტანდარტიზაციას ხელს უწყობდა.

„იმ პერსპექტივების მოკვლა, [რასაც ევროკავშირი უზრუნველყოფს], სოფლის მეურნეობისთვის გრძელვადიან პერიოდში სავალალო იქნება. დღეს კულმინაციურ ეტაპზე ვართ. არ ვიცით ეს კულმინაციაა ან თუ კიდევ უარესი გველოდება.

ეს პროცესი ჯერ კიდევ „რუსული კანონის“ პერიოდში დაიწყო. გაფრთხილებები რაც იყო ევროკავშირის მხრიდან დადგა. ფერმერთა ასოციაცია ხშირად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, რათა სახელმწიფოსთან ფერმერების ადვოკატირება მოვახდინოთ. ამ კუთხით, სახელმწიფოს დაფინანსებები დონორების მხრივ ფაქტობრივად შეჩერებულია. რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო სექტორს და კერძო სექტორს, ამაზე რამდენიმე პროექტი შეჩერებულია, თავს იკავებს და არ ვიცით რა იქნება მომავალში“, - ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები