მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პესკოვის თქმით, პუტინს და ტრამპს შორის საუბარი არ შემდგარა

დმიტრი პესკოვი

“ეს აბსოლუტური ტყუილი, წმინდა წყლის ფიქცია და უბრალოდ მცდარი ინფორმაციაა” - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი რამდენიმე დასავლურ მედიასაშუალებაში გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, ვლადიმირ პუტინს და დონალდ ტრამპს შორის საუბარი შედგა.

“საუბარი არ შემდგარა. ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ხარისხის ინფორმაცია ვრცელდება დღეს მედიაში, მათ შორის საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემების მიერ”, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან საუბრის დაგეგმვასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები ჯერ არ აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებს შორის საუბარი ხუთშაბათს შედგა, ხოლო ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს და ომში ჩართულ ლიდერებს შორის საუბარი მოსალოდნელი იყო, რადგან ტრამპის საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებაზე იყო აგებული. ამ დროისთვის, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი აქვს ოკუპირებული. რუსეთის აზრით, ომი მანამ არ დასრულდება, სანამ რუსეთი ამ ტერიტორიებს არ გაიფორმებს, მაგრამ უკრაინა ამ შეხედულებას არ იზიარებს — ასე ფიქრობენ დასავლური სახელმწიფოების ლიდერებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები