მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პესტიციდების ფასი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასის დიდად განმსაზღვრელია, ამიტომ დაგვევალა საკითხის შესწავლა - სონღულაშვილი

სონღულაშვილიო

"ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ პესტიციდების ფასების შესწავლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა პესტიციდებთან დაკავშირებით მიღებული. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში, რაც გვაქვს, ეს არის ერთი მხრივ როგორც მოხმარების ოდენობა, ასევე ფერმერებისთვის პესტიციდების ფასი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ამ საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, რადგან ორივე საკითხთან მიმართებით, ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასის დიდად განმსაზღვრელია.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ შესწავლილი იყოს, მოკვლეული იყოს და შესაბამისად, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას",- ამბობს მინისტრი.

სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

რა ოდენობის სასუქი შემოგვაქვს ქვეყანაში, რომლის ფასების შესწავლასაც აპირებს მთავრობა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები