მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პეტრა ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

BAG
20.11.24 13:15
146

„პეტრა ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია პრემიული კურორტების მშენებლობაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წვერი გახდა.

კომპანია ქმნის როგორც საზღვაო, ისე – სამთო კურორტებს, რომელთაგან თითოეული სრულიად უნიკალური კონცეფციის მქონეა. ჯგუფის პირველი პროექტი – პეტრა სი რიზორტი – ნათლად ასახავს, რომ ჯგუფის მთავარი ორიენტირი არის ხარისხი და ინოვაცია – ბრენდული სასტუმროებითა და პრემიული რეზიდენციებით შექმნილი სრულყოფილი, თვითკმარი კურორტი სწორედ ამის ილუსტრაციაა.

„პეტრა ჯგუფი“ პირველია საქართველოში, რომელმაც PULLMAN-ის რეზიდენციების ბრენდი შემოიყვანა შავიზღვისპირეთში, მისი ზღვისპირა პროექტის, Petra Sea Resort-ის ფარგლებში. ახლა უკვე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გახდნენ გლობალური ბრენდის პარტნიორი და ფლობდნენ საერთაშორისოდ ცნობილი პრემიული ბრენდი PULLMAN-ის რეზიდენციას.

Petra Sea Resort პეტრა ჯგუფის პირველი დეველოპერული პროექტია, რომელიც შეიძლება ითქვას, პრეცედენტს ქმნის საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. პროექტის განვითარების გეგმა სრულად 7 წელს აერთიანებს, მისი პირველი ფაზის მშენებლობა კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება.

Petra Sea Resort კონცეპტუალურად სრულიად უნიკალური პროექტია, რომელიც ნებისმიერ სტუმარსა თუ მცხოვრებელს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. ის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, კერძო სანაპიროსა და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

„მივესალმებით „პეტრა ჯგუფს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია ორიენტირებულია პრემიული სამთო და საზღვაო კურორტების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც თავის მხრივ წარმოაჩენს და გამოკვეთს „პეტრა ჯგუფის“ ინოვაციურ მიდგომებს. მოხარულნი ვართ, რომ „პეტრა ჯგუფი“ გახდა BAG-ის წევრი და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები