მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი და AstraZeneca საფრანგეთში $926.5 მილიონს დააბანდებენ

Pfizer / AstraZeneca

მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები, ამერიკული Pfizer-ი და შვედურ-ბრიტანული AstraZeneca საფრანგეთში გაფართოებას აგრძელებენ, რისთვისაც ახალი საინვესტიციო პაკეტებს ამზადებენ, რომელთა ჯამური ღირებულება $926.5 მილიონი იქნება.

Pfizer-ი საფრანგეთში კვლევისა და განვითარების ცენტრს ააშენებს, რისთვისაც $538.5 მილიონს გამოყოფს, ხოლო AstraZeneca ქალაქ დიუნკერკში არსებულ ქარხანას გააფართოებს, რისთვისაც $388 მილიონს გამოყოფს.

ფარმაკოლოგიური გიგანტების მიერ საფრანგეთში ინვესტიციების ზრდა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკას უკავშირდება, რომლის მიზანი საფრანგეთში მეტი საერთაშორისო კომპანიისა და ინვესტორის გადმობირებაა. ამისთვის, საფრანგეთში ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმი “აირჩიე საფრანგეთი” იმართება, რომელსაც საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები ესწრებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, საფრანგეთში ინვესტირებას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი ბანკი, Morgan Stanley-ი და მფრინავი ტაქსების მწარმოებელი გერმანული კომპანია Lilium-იც გეგმავენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები