მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საფრანგეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე გაიხსნა.

30 ივნისს გამართული პირველი ტურის შედეგების თანახმად, ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანებას" და მისი ლიდერს, მარინ ლე პენს მთავრობაში მოსვლის რეალური შანსი მიეცა. თუმცა, საბოლოო წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ისინი პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებენ.

არჩევნების პირველი ტურის შედეგების თანახმად, ხმების დაახლოებით 33% მარინ ლე პენის პარტიამ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი 28%-ით მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების დაახლოებით 20% მოიპოვა.

არჩევნების შედეგები დღეს ღამე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ივნისის დასაწყისში მიიღო. ამის მიზეზად კი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დასახელდა, რომელშიც მარინ ლე პენის პარტიამ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ კი დაახლოებით 15%-ით მეორე ადგილს დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები