მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ი წონის კლების მედიკამენტების ბაზარზე შედის და Metsera-ს ყიდულობს

metsera

Pfizer-ი წონის კლების მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია Metsera-ს $7.3 მილიარდად შეისყიდის, რაც მსხვილი ფარმაცევტული ჯგუფის მიერ მოგებიან ბაზარზე დამკვიდრების მცდელობის ფარგლებში, ყველაზე მსხვილი გარიგებაა.

გარიგების ფარგლებში, Pfizer $47.5-ს გადაიხდის ნაღდი ფულის სახით, $4.9 მილიარდად შეფასებული Metsera-ს ერთ აქციაში. იმ შემთხვევაში, თუ სამი კლინიკური კვლევა სამიზნე შედეგს დადებს, Metsera-ს მეწილეები აქციებზე დამატებით $22.5-ს მიიღებენ, რაც ტრანზაქციის მოცულობას $7.3 მილიარდამდე გაზრდის.

აღნიშნული შეთანხმება ყველაზე დიდი მაგალითია ფარმაცევტული კომპანიის მიერ წონის კლების ექსპერიმენტული მედიკამენტის შესყიდვისა, რომლის გამოცხადების შემდეგაც Pfizer-ის აქციები 1.7%-ით, Metsera-სი კი - თითქმის 60%-ით გაიზარდა.

Metsera-ს შესყიდვა Pfizer-ს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო ახალი თაობის მედიკამენტის შექმნისთვის ბრძოლაში მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ წარმოებული danuglipron-ის კლინიკური ცდები წარუმატებლად დასრულდა.

Matsera, რომელმაც IPO წელს განახორციელა, 2025 წელს დალისტულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს შორის უმსხვილესია და Eli Lilly-ისა და Novo Nordisk-ის მიერ დომინირებულ ბაზარზე ახალ კომპანიებს ახალი თაობის მედიკამენტის შესაქმნელად საჭირო კვლევების ჩატარების საშუალებას აძლევს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორივე მსხვილი კომპანიის მედიკამენტები - Zepbound და Wegovy - გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული.

Pfizer კომპანიის აქციების ფასის გაზრდას ცდილობს. მისი აქციები, 2021 წლის პანდემიურ პიკთან შედარებით, როდესაც კომპანიამ ბლოკბასტერული ვაქცინა შექმნა, 50%-ზე მეტით დაეცა. კომპანიის საბაზრო ღირებულება $136 მილიარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები