მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის Lorbrena კიბოს პროგრესირებისა და გარდაცვალების რისკს 81%-ით ამცირებს - კვლევა

რამდენიმე დღის წინ, Pfizer-მა გამოაქვეყნა კიბოს პროგრესირების შესაჩერებელი მედიკამენტის კვლევის მესამე ფაზის დაკვირვების შედეგები, რომელთა თანახმად, ფილტვის კიბოს იშვიათი სახეობის მქონე პაციენტების 61%-ში, რომლებიც Pfizer-ის წარმოებულ მედიკამენტს Lorbrena-ს იღებდნენ, 5 წლის შემდეგ დაავადების პროგრესირება აღარ აღინიშნებოდა. იმ პაციენტებში კი, რომლებიც Pfizer-ის წინა თაობის პრეპარატ ქსალკორით მკურნალობდნენ, 5 წლის თავზე მხოლოდ 8%-ში არ აღინიშნებოდა დაავადების პროგრესირება. Pfizer-ი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ, ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტი Lorbrena შესაძლოა გახდეს მილიარდი დოლარის ღირებულების ბლოკბასტერი. ფარმაცევტული გიგანტის პროგნოზით, Lorbrena-მ ბლოკბასტერის ტიტული შესაძლოა უკვე 2030 წლისთვის მოიპოვოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები