მსოფლიოში წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის სამკურნალო აბების კლინიკური ტესტირება დაიწყო. ის ამ ეტაპზე საწყის სტადიაზეა და აშშ-ში მიმდინარეობს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თუ კლინიკური კვლევები წარმატებული იქნება, პრეპარატის აბების ფორმით დანიშვნა კორონავირუსის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე შესაძლებელი გახდება.
მიკაელ დოლსტენის, Pfizer-ის მთავარი მეცნიერ-მუშაკის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება მოითხოვს როგორც ვაქცინაციას, ასევე ისეთი საშუალებების ქონას, როგორიც არის CVODI-19-ის სამკურნალო აბები.
"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აგრძელებს SARS-CoV-2 მუტაციას, კრიტიკული მნიშვნელობა ექნება სამკურნალო საშუალებების ქონას ახლაც და პანდემიის შემდეგაც“, - აღნიშნა მიკაელ დოლსტენიმ.
როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის სამკურნალო აბები შექმნილია ვირუსის ცილის პროტეაზას საფუძველზე, რომელიც ვირუსის გამრავლებას აჩერებს. მსგვსი ტიპის მედიკამენტები აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება.