მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი სომხეთში გავიდა - კომპანია რეგიონის მასშტაბით განვითარებას განაგრძობს

645e1a489e62c
ნანუკა ნარიმანიძე
12.05.23 17:53
1023
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი სომხეთში გავიდა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„10 მაისს გავედით სომხეთში, ერევანში, გვქონდა ივენთი და მოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, აპლიკაციაც დიდი რაოდენობით ადამიანმა გადმოიწერა, უკუკავშირი მომხმარებლისგან ძალიან კარგია და დიდი მოლოდინები გვაქვს“, - ამბობს ის.

ამასთან, მაისის ბოლოს კომპანია 400 000$-ის ინვესტიციით აზერბაიჯანშიც გავა.

„თვის ბოლოს ბაქოში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შოურუმს გავხსნით, ამის შემდეგ ორივე ბაზარზე აქტიურად დავიწყებთ ფეხის მოკიდებას, ორივე ბაზრიდან მოლოდინები ძალიან დიდი გვაქვს, ჩვენ რეგიონული გეზი გვაქვს აღებული, გვინდა რეგიონში გავხდეთ წარმატებულები, შემდეგ კი შევუერთდეთ საერთაშორისო და გლობალურ პლატფორმებს, სამომავლოდ, განიხილება ბულგარეთისა და რუმინეთის ბაზრებიც“ - დასძინა მან.

კითხვაზე, გადააწყდა თუ არა კომპანია რაიმე სახის წინაღობას სომხეთსა და აზერბაიჯანში გასვლის დროს, ანანო დოლაბერიძე პასუხობს:

„ჩვენ უკრაინის ბაზარზე გასვლით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, რეალურად, სომხეთსა და აზერბაიჯანში გასვლის დროს ბევრ შეცდომა არ დაგვიშვია, ვინაიდან უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ უცხოურ ბაზარზე პროცესები და ვიცით რა არის საჭირო ჩვენი გუნდის წარმატებისთვის“ - ამბობს ის.

ცნობისთვის, Phubber-ი 2019 წელს გაეშვა და საქართველოში ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა, კომპანიას მხოლოდ საქართველოდან 200,000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. დღეს პლატფორმაზე 800-ზე მეტი დიზაინერი და ბრენდია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები