მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პია კაუმას საქართველოში ვიზიტი მხოლოდ ივანიშვილისა და მისი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო" - რასა იუკნევიჩიენე

 რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X -ში წერს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ბიძინა ივანიშვილისთვის და მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო.

ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა", - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. აღნიშნულს ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ვიზიტი კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები