მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პიელ ნატურალსი” ქუვეითში მაღაზიას ხსნის

პიელ ნატურალსი

“პიელ ნატურალსი” 2024 წლის დასაწყისში ქუვეითში მაღაზიას გახსნის, ინვესტიცია დაახლოებით 100 ათასი დოლარი იქნება. ამის შესახებ “ქალების ნარატივში” კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ განაცხადა.

"ძალიან საინტერესო 2023 წელი გვქონდა. წელს “პიელ ნატურალსმა” ქუვეითში კომპანია დაარეგისტრირა და 2024 წლის დასაწყისში ფრანჩაიზის მოდელით ქუვეითში მაღაზიას გავხსნით.” - აღნიშნა თათუკა ლომაძემ.

მისივე თქმით ფრანჩაიზის მოდელით მაღაზიის გახსნაზე მოლაპარაკებები კიდევ ორ ქვეყანასთან, იტალიასა და ესპანეთთან მიმდინარეობს.

“სულ მინდოდა, რომ ექსპორტზე გავსულიავით და სხვა ქვეყნებსაც გაეცნო ჩვენი პროდუქცია. ექსპორტისთვის მზადება 2022 წელს დაიწყო და ჩანაფიქრს სისრულეში 2024 წელს მოვიყვანთ.” - განაცხადა თათუკა ლომაძემ.

რამდენი ადამიანის დასაქმება მოხდება უკვე ქუვეითის მაღაზიაში, ჯერ ეს დაზუსტებულად ცნობილი არაა, თუმცა “პიელ ნატურალსის” დამფუძნებლის თქმით, დიდი სურვილი აქვთ ესენი ქართველები იყვნენ და თანაც უკვე არსებული გუნდის წევრები.

“პიელ ნატურალსი" ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც 7 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს თავის მოვლის სრულიად ორგანულ საშუალებებს სთავაზობს. ბრენდი 150 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ამ ეტაპისთვის 10 ლოკაციას მოიცავს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები