მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია, რა ფასად მოუწევთ მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა - დადგენილება

სასკოლო ფორმა

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება რომლითაც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური დადგინდა.

დოკუმენტის დანართის თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) - 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) - 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) - 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) - 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) - 25 ლარი.

შესაბამისად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 95 ლარი ღირს, ხოლო გოგოს კომპლექტი – პიჯაკი, შარვალი და კაბა – ასევე 95 ლარი.

ბრძანებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.

შეგახსენებთ, 45.66 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების მიხედვით, განათლების სამინისტროსთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co. კერავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები