მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები

სკოლის ფორმები

განათლების სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, ზუსტად რა ადგილებში შეძლებენ მშობლები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენას - ამის შესახებ უწყებაში bm.ge-ს დამაზუსტებელი კითხვის პასუხად უთხრეს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, 9 აგვისტოს მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ფორმები, რა ეღირება, როდის მოხდება მიწოდება, რომელი ლაბორატორიების ტესტირება გაიარა, თუმცა არაფერი ითქვამს, კონკრეტულად სად შეძლებენ მშობლები ყიდვას.

უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე იქმნება საიტი, სადაც მშობლებს ონლაინაც შეეძლებათ ფორმების შესყიდვა, ფიზიკურად შესყიდვისთვის ზუსტი ლოკაციები კი ამ ეტაპზე ზუსტდება და აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

რა თქვა მიქანაძემ ვიდეომიმართვაში?

სასკოლო ფორმების ვალდებულება და მიზანი

  • ამოქმედების ვადა: 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასები) მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
  • გადაწყვეტილების მიზანი: თანასწორობის უზრუნველყოფა, მოსწავლეთა უსაფრთხოება, სასკოლო კულტურის განვითარება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.

ხარისხი, ტესტირება და უსაფრთხოება

  • საერთაშორისო აკრედიტაცია: ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა ტესტირება შვეიცარიულ საერთაშორისო კომპანია SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd-ის ლაბორატორიაში (რომელსაც 115 ქვეყანაში 2500-ზე მეტი ლაბორატორია აქვს).
  • კვლევის შედეგი: ტესტირებამ დაადასტურა, რომ ფორმები უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე, პრაქტიკული და გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ მოხმარებაზე.

მწარმოებელი კომპანია და ბაზრის კვლევა

  • რატომ უცხოური წარმოება: ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მასშტაბისა და ვადების შეკვეთის შესრულება ქართულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს.
  • გამარჯვებული კომპანია: ბაზრის კვლევაში გაიმარჯვა საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ — Glory Textile Industry, რომელმაც ფორმების შეკერვა ჩინეთში იმ ბრენდს შეუკვეთა, რომელიც ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის კერავს.
  • სამომავლო გეგმა: სამინისტროს მიზანია, ეტაპობრივად მიაღწიოს იმას, რომ ფორმების შეკერვა უშუალოდ საქართველოში გახდეს შესაძლებელი.

  • საბაზრო ფასები:

  • სასკოლო პიჯაკი — 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი / ქვედაკაბა — 25-25 ლარი.

ვის გადაეცემა უფასოდ:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს (რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია);
  • სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ მოსწავლეებს;
  • უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს.

მიწოდების 3 ეტაპი ჩინეთიდან:

  • I ეტაპი - 25 აგვისტო;
  • II ეტაპი - 15 ოქტომბერი;
  • III ეტაპი - 30 ნოემბერი.

რეალიზაცია:

  • პირველკლასელებისთვის: ფორმების ყიდვა 1-იდან 14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი (სკოლას ახალი ფორმით შეხვდებიან).
  • II-VI კლასელებისთვის: რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გაყიდვის პუნქტები გაიხსნება ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე იმოქმედებს ონლაინ-შეკვეთის სისტემა.

გამონაკლისები და წესების დარღვევის პროცედურა

  • სამედიცინო გამონაკლისი: თუ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარდგენის შემდეგ თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან და მოეთხოვება მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ზოგადი ჩაცმის წესის დაცვა.
  • უარის თქმის შემთხვევები: თუ მშობელი ვერ დასაბუთებს ფორმის გაუხდელობის/უტარებლობის მიზეზს, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესითა და დისციპლინური პროცედურებით, ბავშვის ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები