მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიკასოდან ლეონარდომდე: ბოლო ათწლეულის ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშები

5e048b3bbe181
ნათია თაქთაქიშვილი
26.12.19 22:30
1154
გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ის ათი ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუში გამოაქვეყნა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა აუქციონებზე რეკორდულ თანხად გაიყიდა.

2019 წელის ლიდერია კლოდ მონეს 1890–1891 წლებში შესრულებული ფერწერული ტილო "თივის ზვინები", რომელიც სოთბის აუქციონზე 110.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

2018 წელს რეკორდულ თანხად გაიყიდა ამადეო მოდილიანის ნამუშევარი "Nu couché (Sur le côté gauche)" ისევ სოთბის აუქციონზე და მისმა ღირებულებამ 157.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარმა "Salvator Mundi" რეკოდი დაამყარა გადახდილი თანხის მხრივ. მისი ნამუშევარი კრისტის აუქციონზე 450.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

2016 წელს ოპრა უიმფრიმ მის საკუთრებაში არსებული გუსტავ კლიმტის ტილო "Adele Bloch-Bauer II" მიჰყიდა ჩინელ კლიენტს 150 მილიონ აშშ დოლარად.

2015 წელს უილიამ დე კუნინგის ნამუშევარი "Interchange-ი" 300 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა პირადი გარიგების საფუძველზე. ასევე პირადი გარიგების საფუძველზე გაიყიდა პოლ გოგენის ნამუშევარი Nafea Faa Ipoipo? (როდის იქორწინებ ჩემზე?) და მისმა ღირებულებამ 210 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2013 წელს ასევე პირადი გარიგების საფუძველზე გაიყიდა პაბლო პიკასოს ნამუშევარი"Le Rêve", ხოლო მისი ღირებულება 155 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2012 წელი - გუსტავ კლიმტის ფერწერული ტილო “Wasserschlangen II” 183.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, ესეც პირადი გარიგება იყო. 

2011 წელი - პოლ სეზანის ნამუშევარი „ბანქოს მოთამაშენი“ 250 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

2010 წელი - პაბლო პიკასოს ნახატი "Nude, Green Leaves and Bust" კი 106.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები