მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობის ფასი 20%-ით დაეცა

ნავთობი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები 2026 წლის მაქსიმალური მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ინვესტორებში გაჩენილი ოპტიმიზმი აშშ-სა და ირანს შორის გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაძლებლობას უკავშირდება, რაც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

არსებული ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი მიმდინარე კვირას 12%-ით არის შემცირებული და ბარელზე $90-ს შეადგენს. 2026 წლის პიკურ ნიშნულთან შედარებით კი კლება 20%-ს შეადგენს. პარალელურად, ამერიკული WTI-ის ფიუჩერსების ფასი მიმდინარე თვეში 18%-ით შემცირდა, დღეს კი მაჩვენებელი 2%-ით დაეცა და ბარელზე $87 შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ და ირანი 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, ძირითადად შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები