მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pinterest-ი მესამე კვარტალის მოგებებს ასაჯაროებს - კომპანიის შემოსავალი $763,2 მილიონია

Pinterest

სურათების გაზიარების სერვისმა Pinterest-მა 30 ოქტომბერს მესამე კვარტალის მოგებები გაასაჯაროვა, სადაც ვაჭრობაში კომპანიის აქცია 14%-ით გაიზარდა - ამის შესახებ CNBC იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალი $763,2 მილიონი იყო, მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები $743.5 მილიონს ვარაუდობდნენ. ამასთან, კომპანიის გლობალური ყოველთვიური აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა კვარტალში 8%-ით გაიზარდა და 482 მილიონს მიაღწია - ანალიტიკოსების პროგნოზით ეს რიცხვი 473 მილიონი იყო.

2022 წლის მესამე კვარტალის შემდეგ Pinterest-ის შემოსავალი 11%-ით გაიზარდა. საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე $1.61 იყო, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ანალიტიკოსების - $1.59.

აღსანიშნავია ისიც, რომ 30 ოქტომბერს Pinterest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ რედიმ განცხადებაში ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გავლენა აღნიშნა და თქვა, რომ „რეკლამის განმთავსებლები მთავარ გეოპოლიტიკურ მომენტებზე რეაგირებენ“.

“ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით შეშფოთებამ ზოგიერთი ბრენდის რეკლამის განმთავსებლის ხარჯვის დროებით შეჩერება გამოიწვია, თუ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი გაღრმავდება, რის შედეგადაც უფრო მეტი რეკლამის განმთავსებელი შეაჩერებს ონლაინ სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს, კომპანია ვარდნისგან "იმუნური არ დარჩება", - განმარტა მან.

Pinterest-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ რედიმ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რომ მეოთხე კვარტალში კომპანია 11%-იდან 13%-მდე შემოსავლების ზრდას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები