თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმოში, რომელიც თბილისში მდებარეობს, 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. საწარმოს წარმადობა თვეში 10 მილიონი პირბადეა. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გასვლაც იგეგმება. წარმოებული პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო, ისე სამომხმარებლო სექტორისთვის და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს.