ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გარეშე მუშაობაც და გართობაც ძალიან სახიფათოა.
მისივე თქმით, პირბადის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა ავიღოთ.
"ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში მუშაობაც, გართობაც და ნებისმიერი სხვა აქტივობის გაგრძელებაც. ძალიან საყურადღებოა და პირბადის გამოყენებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით. სიტუაციიდან გამოსავალი არის მხოლოდ სწრაფი და ფართო ვაქცინაცია.
კარგია, რომ ქვეყანაში ვაქცინების დოზები გვაქვს, ასე რომ, თუ დროულად გვინდა გამოვიდეს ქვეყანა კრიტიკული პერიოდიდან და რისკები შემცირდეს, საჭიროა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია, რაც არის დღეს ამ პრობლემის ერთადერთი კრიტიკული გადაწყვეტა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




























