მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარების მაჩვენებელი და COVID-ის გავლენა ოჯახებსა და ბავშვებზე - საქსტატისა და UNICEF-ის კვლევა

615addc07833e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.21 22:20
772
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის გავლენას აფასებს.

აღსანიშნია, რომ კვლევა 2021 წლის მაის-ივნისში მიმდინარეობდა და მასში სოფლად და ქალაქად არსებული 1 996 შინამეურნეობა იღებდა მონაწილეობას, გამოპასუხების დონემ 83.7% შეადგინა.

პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისას, COVID-19-სგან თავდაცვის მიზნით, რესპოდენტების 80.1% პირბადეს ყოველთვის ატარებდა, 15.4% - ხშირად, 2.5% - ხანდახან, 1.5% - იშვიათად, ხოლო 0.5%-ის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში, საერთოდ არ ატარებდა პირბადეს.

ამასთან, რესპონდენტების ის რაოდენობა, რომელმაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება მოახერხა, ფაქტობრივად ნულია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებას, რესპოდენტების 79.8% მეტ-ნაკლებად ახერხებდა (ყოველთვის, ხშირად ან ხანდახან), ხოლო 20.2% იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებდა.

კვლევის ავტორებმა ამის მიზეზებიც შეისწავლეს. უმეტეს შემთხვევაში კვლევაში ჩართული პირობის მიერ საზოგადოებრივ ადგილებში სიარულის მთავარი მიზეზები სამსახურში სიარული (80.3%) და საყიდლებია (50.5%). ამასთან, რესპონდენტთან ნაწილი თავს სტუმრად ან შეხვედრებზე სიარულს არიდებდა და ასეთი 25.4%-ია. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ისინი ასეთია: აფთიაქში წასვლა (14.5%), ვიზიტი კერძო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად (12.9%), ვიზიტი სახელმწიფო დაწესებულებაში მომსახურების მისაღებად (7.3%), ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში (6.8%), კორონავირუსის ტესტის ჩატარება (0.6%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები