მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველომ $44.5 მილიონის ზეთი იყიდა - რუსეთზე იმპორტის 87% მოდის

მზესუმზირის ზეთი

საქართველოში მზესუმზირას ზეთის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 11 თვეში ქვეყანამ 44.5 მილიონი დოლარის ღირებულების 41 607 ტონა პროდუქტი იყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს როგორც რაოდენობრივად, ისე ღირებულებით აჭარბებს.

კერძოდ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც 39.9 მილიონი დოლარის 36 967 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულება 11.6%-ით, რაოდენობა კი 12.6%-ით გაიზარდა.

მზესუმზირას ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, რომელზედაც, 11 თვის მონაცემებით, მთლიანი იმპორტის 87% მოდის.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც იანვარ-ნოემბერში ზეთი შემოვიდა შემდეგია:

  • რუსეთი - 37.6 მლნ დოლარი, 36 315 ტონა;
  • უკრაინა - 5.1 მლნ დოლარი, 3 943 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 1.4 მლნ დოლარი, 1 065 ტონა;
  • უნგრეთი - 295.7 ათასი დოლარი, 158 ტონა;
  • თურქეთი - 121.1 ათასი დოლარი, 88.5 ტონა.

საპირისპიროდ, შემცირებულია ზეთის ექსპორტი. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან 35.6 ათასი დოლარის ღირებულების 10 ტონა ზეთი გავიდა, მაშინ როდესაც, გასულ წელს 1.7 მლნ დოლარის ღირებულების 1 637 ტონა ზეთი გაიყიდა.

11 თვის მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია. ქართული მზესუმზირის ზეთი შემდეგ ქვეყნებში იყიდება:

  • აშშ - 19 ათასი დოლარი, 6.5 ტონა;
  • რუსეთი - 7.9 ათასი დოლარი, 1.6 ტონა;
  • გერმანია - 4 ათასი დოლარი, 0.97 ტონა;
  • ჩეხეთი - 2.2 ათასი დოლარი, 0.57 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები