მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირი ავიამიმოსვლა რეგიონალური უსაფრთოხების საკითხია - მიხეილ მირზიაშვილი

646a3d1e5c77d
მარიამ იზორია
21.05.23 21:09
607
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი გადაცემა „ანალიტიკაში“ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს აფასებს. როგორც ის აღშნიშნავს, პირდაპირი ავიამიმოსვლა რეგიონალური უსაფრთოხების საკითხია.

„პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო მიმოსვლის თემა რეგიონალური უსაფრთოხების საკითხია. ჩვენ როგორც ქვეყანას ვალდებულება გვაქვს, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები კოორდინირებული იყოს ევროპასთან. მაშინ როდესაც ჩვენ პარტნიორებს ფრენებისთვის ჩაკეტილი აქვთ ცა, ამ ფონზე ვერნაირად ვერ იკითხება, როგორც ჩვენი ეროვნული პოლიტიკის რეალიზაციად.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუ ჩვენ გვაქვვს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ეს არის იმიტომ, რომ საზოგადოების აზრი ესეთია“, - აღნიშნავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები