3 სექტემბრიდან ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესებული პირებს პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიცვალა CFD აუქციონები, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად.
მთავრობის განკარგულებით დადგენილია ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც დაინტერესებული პირი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. ეს ფიქსირებული ტარიფი მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის 6,5 ცენტს, ქარის ელექტროსადგურებისთვის 6 ცენტს; მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში კი - 5,6 ცენტს შეადგენს;
რამდენად მისაღებია კერძო სექტორისთვის აღნიშნული ტარიფები, რომელიც სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგად განისაზღვრა?
სტუმარი: თორნიკე დარჯანია - "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელი;