მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირდაპირი შედეგი ექნება EU-სგან“ - კაია კალასი მომიტინგეებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

კაია კალასი

ევროკავშირის ახალი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს მოჰყვება „პირდაპირი შედეგები ევროკავშირისგან“.

„ჩვენ ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ.

ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება“,- წერს კაია კალასი X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები