მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირგასამტეხლოების პატიება, ვალდებულებების შემსუბუქება - "პრივატიზების კანონში" ცვლილება შედის

5ed8b31f7ed87
ინგა მურუსიძე
04.06.20 13:30
899
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელწმიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილება შედის.

მინისტრის განმარტებით, ცვლილებების თანახმად, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, რომ პანდემიიდან, ასევე საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიტანოს ცვლილება და აპატიოს პირგასამტეხლო იმ სუბიექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ქონება იჯარით აქვს აღებული და პანდემიის პირობებში შეექმნათ პრობლემა, ვერ გადაიხადეს დროულად გადასახადი, დაერიცხათ პირგასამტეხლო და ა.შ.

„შეგვეძლება შევიტანოთ ცვლილებები, ვაპატიოთ პირგასამტეხლოები სუბიექტებს და შევუმსუბუქოთ ის ვალდებულებები, რაც მათ კისრებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში და ა.შ. შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი და შეეხება პანდემიისგან მიღებულ ზარალს. წინასწარი ინფორმაციით, 900-მდე სხვადასხვა სუბიექტია, ვისაც სასოფლო-სამეურნეო მიწები აქვს იჯარით აღებული და პრობლემა შეექმნათ პანდემიის პირობებში, მათ წინადადებებს განვიხილავთ კანონის მიღებისთანავე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტია, ვისაც საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პრობლემები შეექმნა და მათი საკითხებიც განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები