მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიროტექნიკასთან ერთად, "ოცნებას" აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვაც სურს

ლაზერები

"ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე პიროტექნიკასთან და ნიღბებთან ერთად აქციებზე ლაზერების აკრძალვაც სურს.

გორდულაძის ეს განცხადება მოჰყვა აქციაზე ნიღბების ტარების აკრძალვის ინიციატივაზე საუბარს.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია.ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს,“ - განაცხადა გორდულაძემ.

პიროტექნიკური ლიცენზიის გარეშე რეალიზაციისა და გამოყენებისთვის ჯარიმა ₾200-დან ₾600 იქნება - კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები