მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველ ეტაპზე შენობების ფასადების მოთხოვნა რეგიონებზე გავრცელდება, შემდეგ ქალაქებზე - მეტროპოლი

კორპუსები

შენობების ფასადების ახალი სტანდარტების შემოღებაზე "ქართული ოცნების" მთავრობა რამდენიმე თვეა საუბრობს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე რეგიონებში შენობებს ესთეტიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს.

ბიუროკრატიული პროცესების გამარტივების შესაძლებლობაზე საუბრობენ კომპანია "მეტროპოლში". კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ცვლილებები მათთვის მისაღებია და არც ხარჯების ზრდას ელოდებიან. მამუკა იმედაშვილი ამბობს, რომ რეგულაციები თავდაპირველად რეგიონებში ამოქმედდება, თუმცა მოგვიანებით დედაქალაქზეც გავრცელდება.

“პირველ ეტაპზე იწყება რეგიონებით და შემდეგ სამომავლოდ უკვე აპირებენ, რომ ქალაქშიც გადმოინაცვლონ. მივესალმებით ამ პროექტის განხორციელებას, იმიტომ რომ ერთის მხრივ ბიუროკრატიას შეამცირებს და ყველა დეველოპერს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

რა თქმა უნდა, ვფიქრობდით, ხომ არ გააძვირებს ეს ხარჯებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ისედაც, „მეტროპოლში“ ჩვენ პროექტებს, როგორც თვითონ სტრუქტურას, ასევე ფასადს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ იყოს მაღალი ხარისხის და არ მგონია, რომ ისეთი სტანდარტები შემოვიდეს, რომელიც ხარჯების გაზრდას გამოიწვევს.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პირიქით, ერთნაირი იერსახე უფრო, გაალამაზებს ქალაქს, ტურიზმის პოტენციალსაც უფრო გაზრდის და კომერციული თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, ყველა ბიზნესისთვის ეს იქნება, ასე ვთქვათ, დამატებითი მოგება გრძელვადიან პერიოდში.”- აცხადებს "მეტროპოლის" გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები