მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველ თვეს 200 მოსწავლიდან გამოცდა 17-მა ჩააბარა“ - როგორ მუშაობს მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში გადატანა?

62dee6c445986
ალა ისპირიანი
26.07.22 00:30
7798
სამი თვის წინ ძალაში ახალი ნორმატიული აქტი შევიდა, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობის აღება ორნაწილიანი გახდა. კერძოდ, მომავალ მძღოლებს ცოდნის დამტკიცება დახურულ მოედანთან ერთად, ქალაქში მოძრაობითაც უწევთ.

როგორც "არტ დრაივის" დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლიდან პირველ თვეს, ქუჩაში მართვის მოწმობის გამოცდა 200-დან 17-მა ჩააბარა. თუმცა მას შემდეგ, რაც ცვლილებას მოსწავლეები შეეჩვივნენ, მისი თქმით, გამოცდას 70%-მდე მოსწავლე აბარებს.

„ჩაბარება ორეტაპიანია. პირველი ეტაპის ჩაბარებისთვის აქვთ ერთი თვე და მეორე ეტაპის ჩაბარებისთვის 1 წელი. პირველ თვეს 200 მოსწავლიდან გამოცდა 17-მა ჩააბარა. შემდეგ ნელ-ნელა დაიხვეწა და მოიმატა ჩაბარების რაოდენობამ და 60-70% აბარებს. (ჩვენი მოსწავლეების სტატისტიკიდან გამომდინარე)", - აღნიშნა ბერიშვილმა.

რაც შეეხება მართვის მოწმობის აღებამდე მოსწავლის მიერ გაწეულ ხარჯს, "არტ დრაივის" დამფუძნებლის თქმით, მათი კომპანიის შემთხვევაში, ინფლაციის პირობებში და საწვავის გაძვირების ფონზე, ტარიფების ღირებულებამ 10%-ით მოიმატა: „საშუალოდ 500-600 ლარის ფარგლებში არის თეორია, პრაქტიკა და გამოცდაზე გასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადი 10 %-ით გაიზარდა“.

გიორგი ბერიშვილმა მართვის მოწმობის აღების ახალ პროცედურებთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. 

„ქალაქში რომ გადავიდა გამოცდა, როგორც ვიცი ავტომობილები არ ყოფნით და მოსწავლეებს რიგში დგომა დიდი ხანი უწევთ. შეიძლება 2 თვემდე ელოდონ გამოცდაზე გასვლას“, - განახადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები