მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველად ჯანდაცვაში ხარისხი უნდა ამაღლდეს, რაც მთელი სისტემისთვის ეფექტიანი იქნება" - გიორგი გორდაძე

61e7178ecc9a3
BM.GE
18.01.22 23:37
1277
„ევექსი კლინიკების“ გენერალური დირექტორი, გიორგი გორდაძე ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის დღის წესრიგი რამდენიმე საკითხს უნდა მოიცავდეს. როგორც მან გადაცემა Forbes Health-ში განმარტა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის ხარისხის ამაღლება და ეს ეფექტიანი იქნება ჯანდაცვის მთელი სისტემისთვის.

„საუბარია იმაზე, რამდენად მოწოდების სიმაღლეზეა საქართველოში პირველადი ჯანდაცვა და რამდენად პასუხობს გამოწვევებს "კოვიდთან" მიმართებაში და ზოგადადაც. ვფიქრობ, ბევრი გამოწვევაა პირველად ჯანდაცვაში. აქაც საუბარი დაიწყო გარკვეულ რეფორმაზე, ვისურვებდი, რომ რა ცვლილებებიც უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით დაეფუძნოს საწყისს, გაიზარდოს ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ტარიფიკაცია დაეყრდნოს P4P პრინციპს ანუ უკეთესი გამოსავლის მომწოდებელი სერვისი უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდეს. ეს ჯამურად ეფექტიანი იქნება მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის.

საქართველო ერთადერთი გამონაკლისია სამეზობლოში, სადაც პირველად ჯანდაცვაში პროპორციულად დანახარჯი ყველაზე ნაკლებია. შესაბამისად, თუ გვინდა ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა მდგარადად განვითარდეს, ფინანსური რესურსები მიმართული უნდა იყოს სწორედ პირველადი ჯანდაცვისკენ.

დღეს ჩვენ 2013 წლის ტარიფით ვოპერირებთ და ამ პერიოდში კუმულატიური ინფლაცია 30% - ია. აქ რომ გარღვევა გვქონდეს, ტექნოლოგიური იქნება თუ თვისობრივი, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური რესურსები მიყვებოდეს. ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ ჩვენი ყველა მონაცემი და ჯანდაცვის სისტემას მივაწოდოთ დანახარჯებზე ინფორმაცია, რომ ახალი სისტემა იყოს სწორად აწყობილი და ხარჯეფექტური. პირველად ჯანდაცვაში ხარისხი უნდა ამაღლდეს, რაც მთელი სისტემისთვის ეფექტიანი იქნება", - აცხადებს გიორგი გორდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები