მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში – თეთნულდზე Freeride–ის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს

62027a8821c7e
მარიამ ვარადაშვილი
08.02.22 18:31
646
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის“ (Freeride) კვირეულის ფარგლებში მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს და ის „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით ტარდება.

“ამ ღონისძიებას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ერთი მხრივ გააძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას, გაზრდის მის ცნობადობას, მეორე მხრივ, კი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი კურორტების მზადყოფნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით - რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებების მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში”,-აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

შეჯიბრებებში 20 ქვეყნის (შვეიცარია შვედეთი ავსტრია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, გერმანია დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) 120-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, შეჯიბრზე უფრო მაღალი დონე მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურია (Freeride World Tour), რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით ჩატარების შედეგად მიეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები