Coca-Cola Bottlers Georgia მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს - კომპანიამ გამაგრილებელი სასმელების პორტფოლიო გააფართოვა და, საქართველოში პირველად, ბროწეულის გემოანი Fanta ჩამოასხა.
"და, აი, ისიც - ახალი, ყველაზე მხიარული, თამამი და განსხვავებული Fanta ბროწეული, პირველად საქართველოში.
ნატურალური ბროწეულის გემოთი გაჯერებული შუშხუნა Fanta შენს ცხოვრებას კიდევ უფრო ფერადსა და თავგადასავლებით სავსეს გახდის.
რას ელოდები? გასინჯე შეუდარებელი გემო", - ნათქვამია Coca-Cola-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პორტფოლიო Coca-Cola-ს, Fanta-ს, Sprite-ის, Fusetea-ს, Piko-ს, BonAqua-სა და Schweppers-ის ბრენდებსა და სასმლის ათობით სახეობას აერთიანებს.




























