ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელ ანი ქავთარაძის აზრით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების საფუძველი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უნდა იყოს. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, როგორც პრიორიტეტი, ჰაერში გაბნეულ სიტყვებად რჩება“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან" ინტერვიუში.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნულის მიზეზად სამედიცინო სექტორთან არასათანადო კომუნიკაცია და რეფორმის ხისტი მეთოდების დანერგვა დაასახელა.
- ჯანდაცვის ცალკეული ექსპერტები როდესაც ვამბობთ, რომ პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი, რათა ადამიანებში დაავადებების პრევენცია მოხდეს და ნაკლები იყოს ჰოსპიტალიზაცია, ამას ადასტურებს კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებები. ჩვენ კი, ფაქტობრივად, ზევიდან ვიწყებთ ჯანდაცვის სისტემის მშენებლობას; ყველა სახელმწიფოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტს წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვა, რაც ჩვენთან მაინც ფურცელზე და ჰაერში გაბნეულ სიტყვებად რჩება. ეს იგივეა სახლის შენება საძირკვლის ნაცვლად სახურავიდან დავიწყოთ.
- რა არის ამის მიზეზი?
- აქცენტი გაკეთებულია ჰოსპიტალურ სექტორზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე მეტ-ნაკლებად განვითარდა; მრჩება შთაბეჭდილება, ისეთი ფინანსური შემოსავალი, როგორიც ჰოსპიტლებს აქვთ, არ აქვს პირველადი ჯანდაცვის რგოლს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ინტენსიურად და პირველ რიგში, სწორედ დაავადებების პრვეენციაზე უნდა ვიზრუნოთ.