მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი მზის სადგური - საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემაში სრულად ჩაერთო

თიბისის დაფინანსებით, საქართველოში პირველი მზის სადგური ამოქმედდა, რომელიც ქსელზეა დაერთებული და საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემას ამარაგებს. პროექტი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს კომპანიებმა: “ალაზნის მზე” და “კახეთის მზე”. ეს კომპანიები, ორთავე, საქართველოს ენერგეტიკაში ყველაზე გამოცდილი საინვესტიციო კომპანია ფერი ჯგუფში შემავალი კომერციული სტრუქტურებია, და რაც შეეხება თავად თიბისის აქ ნამდვილად არ ვიქნები ორიგინალური იმ სტატისტიკის ფონზე, როცა მხოლოდ ამ ბანკს გარანტიების და სესხების სახით ენერგეტიკაში 850 მლნ ზე მეტი აქვს გაცემული. პორტფელი მზარდია, და მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროექტებზეც: მათ შორის ახალ პროექტებს აამუშავებენ ჩვენი ინტერვიუს წარმომადგენლებიც.

სტუმრები: მერი ჩაჩანიძე, თიბისი, კორპორატიული საბანკო ბიზნესის მმართველი დირექტორი; ნინო მჭედლიშვილი, “ალაზნის მზის”&“კახეთის მზის” დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები