მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში

BM.GE
02.04.19 14:46
2026
პირველი ქართული ელექტრომობილი, მზის პანელები, "ქარშეარინგი" - რა პრეცედენტს ქმნის ქართულ ბაზარზე aigroup ჰოლდინგი?! მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც ეკოლოგიური პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე ქართულ ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: aicar, aienergy, aipower და aiproduction. თითოეული მათგანის პრიორიტეტი სწორედ ეკო პროექტები იქნება. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ სულ მალე ქართულ ბაზარზე აქტიურად გამოჩნდება aicar-ის ელრექტრო მანქანები, ამოქმედდება ე.წ ქარშეარინგის სერვისი. aienergy-ს მიერ, სერვისის ფარგლებში, დედაქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ელექტრო მანქანის დამუხტვა.

aipower ესაა კომპანია რომლის მიმართულებაც მზის ელექტროსადგურები და პანელები იქნება. დასაწყისისთვის იგეგმება მზის ელექტრო სადგურების ეტაპობრივად დამონტაჟება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე. aiproduction-ის წარმოება კი ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრო მანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას. პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.

სტუმრები: გიორგი აბდუშელიშვილი - aigroup ჰოლდინგის წარმომადგენელი; aipower-სა და aiproduction-ის დირექტორი;
გიორგი ხუროძე - aigroup ჰოლდინგის წარმომადგენელი; icar-ის და aienergy-ს დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები