კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მუზეუმების მართვა მხოლოდ ისტორიულ ღირებულებებს არ უკავშირდება, ეს არის ურთულესი ეთიკური და სამართლებრივი დილემების ველი, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირება სჭირდება. სწორედ ამ გლობალური სტანდარტების შემუშავებაში იღებს უშუალო მონაწილეობას სოფიო დუღაშვილი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, დუბაიში გამართულ გენერალურ კონფერენციაზე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს, იგივე ICOM-ის ეთიკურ დილემათა კომიტეტის ბორდის წევრად აირჩიეს. იგი პირველი ქართველია ამ პოზიციაზე, რაც ქვეყნისთვის არაფორმალური ელჩის სტატუსსაც გულისხმობს. რა ეთიკურ გამოწვევებს აწყდება დღეს გლობალური სამუზეუმო სექტორი, როგორ იყენებს საქართველო ამ საერთაშორისო ტრიბუნას და რა როლი აქვს მედიაციას კულტურული კონფლიქტების მოგვარებაში?
სტუმარი: სოფიო დუღაშვილი - IC Ethics, ბორდის წევრი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























