საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირველი ეტაპი რაც მასობრივი საპროტესტო აქციების პარალელურად უნდა დაიწყოს არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა. რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს აქვთ ხელში იმისი უზარმაზარი საშუალება და უნიკალური ქვეყნის ისტორიაში და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყნის.
„ჩვენ არა მხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, არამედ პირველი ეტაპი და ქმედება, რაც დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება ქვეყნის და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში ეს ძალიან ღრმა კრიზისი, რაც არ ვიცით, საით შეიძლება წავიდეს, ეს კრიზისი გადაწყვიტონ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში. სტატუს-კვო ანტე - არჩევნები არ შემდგარი, პარლამენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ დაბრუნდება ძველი პარლამენტი და გვექნება გარდამავალი, სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.