თბილისის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, დღეს, 22:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.
კერძოდ, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო "რედისონთან" მდებარე პანდუსს და ჯავახიშვილის ქუჩაზე მობრუნდება (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.
"სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.