მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი სამსახური - 10 ამერიკული კომპანია, რომელიც კურსდამთავრებულებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს

forbes

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პირველი სამსახური, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საფუძველია ადამიანის კარიერულ წინსვლისთვის. იმ ფონზე, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობა სწრაფი ტემპით იზრდება, კურსდამთავრებულთათვის დასაქმების პროცესი რთულდება.

ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, უმუშევრობის დონე, პოსტპანდემიურ წელთან შედარებით, 3.4%-დან 4.3%-მდე გაიზარდა.

სამუშაო გამოცდილების არმქონე კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის საუკეთესო ამერიკული კომპანიების გამოსავლენად, Forbes-მა 3-წლიანი გამოკითხვა აწარმოვა, რომელშიც 100 000 ახალგაზრდა პროფესიონალი იმ ორგანიზაციებიდან გამოიკითხნენ, რომლებსაც 1 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ.

დასაქმებულები კომპანიებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდნენ:

  • ანაზღაურება
  • დამატებითი სარგებელი
  • მოქნილი გრაფიკი
  • სამუშაო პირობები
  • კომპანიის იმიჯი
  • ინკლუზიურობა
  • განვითარების შესაძლებლობა

შეფასებული 400 კომპანიიდან, გამოვლინდა 10 ორგანიზაცია, რომლებიც 2024 წელს კურსდამთავრებულებს საუკეთესო პირობებს სთავაზობენ:

კომპანია - ინდუსტრია

  1. Delta Air Lines - ტრანსპორტი და ლოგისტიკა
  2. In-N-Out Burger - სარესტორნო ქსელი
  3. American Express - ფინანსური სერვისები
  4. Dutch Bros. Coffee - სარესტორნო ქსელი
  5. UCLA Health - ჯანდაცვა და სოციალური სერვისები
  6. Ally Financial - ფინანსური სერვისები
  7. Takeda Pharmaceutical - მედიკამენტები და ბიოტექნოლოგია
  8. Google - IT
  9. Businesssolver - IT
  10. Germin - ელექტრონიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები