პირველი საველე ჰოსპიტალი თბილისში დიღომში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ არსებულ ოლიმპიურ სოფელში, სპორტულ დარბაზში მოეწყო. ჰოსპიტალი 500-მდე საწოლზეა გათვლილი.
“საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღეისთვის გამართულია ყველა ინვენტარი და გაყვანილობა, რომელიც საჭიროა საწოლების ჟანგბადით მომარაგებისთვის. დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ცისტერნა, რომელიც ამ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს, რაც კოვიდ-მართვის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრი აცხადებს, რომ ვინაიდან საველე ჰოსპიტლები უკიდურესი ზომა იქნება, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ რეგიონებშიც ჰოსპიტალურ სექტორში საწოლების მაქსიმალური მობილიზება მოხდეს.
ფოტოების ავტორი: გურამ ბოჭორიშვილი