მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი შემთხვევა არაა, როცა კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ - კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე კონტრაქტორების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ქვეყანაში ზოგადად, კვალიფიციური კადრების პრობლემაა. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მცირე დროის მიუხედავად წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

„მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები