მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება

642d24325a7ad
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.23 11:35
990
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის შემდეგ დაიწყება, - ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც დისკომფორტი ახლავს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა გაიჭირვოს, რათა ათწლეულების განმავლობაში დაზიანებული კომუნიკაციები სრულად შეიცვალოს.

„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, შეიცვლება წყალარინების, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. თვალითაც შესამჩნევია, რომ კონკრეტული ადგილებია სადაც გზა ჩავარდნილია, რადგან დაზიანებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ხდება გზის გამორეცხვა. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის და ტიპის სამუშაოების წარმოება თუ არ მოხდება აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა, იმისთვის რომ მიწისქვემოთ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები, რომელიც ათეული წლებია არ შეცვლილა, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ.

შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხებით, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციას, ხვალ ახალდაგებულ გზებზე იგივე პრობლემები გვექნება - გზების ჩავარდნა, ამორტიზირებული, გადაადგილება პრობლემა და ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და რთული იქნება საზოგადოებისთვის ახსნა, რომ გუშინ შენ სარემონტო სამუშაოები აწარმოე და მიწისქვეშა კომუნიკაცია არ გამოგვიცვლია. ამიტომ ერთად უნდა გავიჭირვოთ და უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელია. შეიცვალოს აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს და გარკვეული დისკომფორტია, მთლიანად ახალი კომუნიკაციით ჩანაცვლდეს“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები