მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება - კალაძე

კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირის საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. განცხადება თბილისის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

„დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე საგზაო ნაწილში სამუშაოები დასრულდებოდა და ორმხრივად მოძრაობა იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის შედეგად, საღამომდე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს ქალაქში.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.

ამის შემდეგ კი,თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 24 საათიან რეჟიმში მუშაობა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები