მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირზე კონტრაქტი შეუწყდა, კასპი-ახალქალაქის გზის მშენებლობა ჩააბარეს

ერტედე

კომპანიას, რომელიც წერეთლის გამზირზე მუშაობდა, დროულად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო კი კონტრაქტი დროზე ადრე შეუწყდა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. საუბარია, შპს “ერ ტე დე"-ზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14.8 მლნ ლარის კონტრაქტით ,,ერ-ტე-დეს" კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ს მშენებლობა დაუკვეთა. ხელშეკრულებას ხელი 18 იანვარს მოეწერა, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კი, იგივე კომპანიას ხელშეკრულება 16 იანვარს შეუწყდა.

კომპანიას ახალი კონტრაქტის შესასრულებლად ვადად 456 დღე აქვს განსაზღვრული.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, ,,ერ-ტე-დეს" მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება: 197.6 მლნ ლარია. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის 100%-ს ლუხუმ ქართლოსიშვილი ფლობს.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.

bm.ge საკითხზე განმარტების მოსასმენად უკვე დაუკავშირდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. თავად კომპანიასთან დაკავშირება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები