გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ეს პირველი შემთხვევაა.
"დაბარებული ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას მეტყვიან. მაგრამ ასევე მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული. ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან"- განაცხადა ფიშერმა, რომლის კომენტარსაც ტვ პირველი ავრცელებს.




























