მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი სხდომა პრემიერის რანგში - რა გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ?

„საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“- ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მხრიდან, რომელმაც დღეს პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა. მისი განცხადებით, ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ირაკლი კობახიძე ღიაობას სთხოვს ყველა უწყებას. რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება სამინისტროებისთვის და რა იცვლება კობახიძის პრემიერობის პირობებში? ვინ გასცა მედიის კითხვებს პასუხები?