მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი უცხოური ძალის აგენტი სულხან-საბა გამოდის - ექსპერტი

საქართველო

"ჩემმა მეგობარმა იხუმრა, ამ კანონით პირველი უცხოური ძალის აგენტი სულხან-საბა გამოდისო", - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ "რუსული კანონის" მიღება ქვეყანას ევროპასთან დააშორებს.

"შარშან ევროკავშირმა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, კარი გაგვიხსნა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, კარებს გადავაბიჯებთ და გადავდგამთ ნაბიჯს წინ ან ამ კარებს ჩვენივე ხელით მივხურავთ. ვიტყვით: ცალ ფეხზე არა, ორ ფეხზე გვინდა ან რამე გენიალურს მოვიფიქრებთ. ვიტყვით, რომ ჩვენ ვიცით, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი და თქვენ არ იცით. შესაძლებლობების ფანჯარა ღია მუდმივად არ იქნება და მოლაპარაკებები არ დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ წვდომას ვერ მივიღებთ იმ მნიშვნელოვან ფონდებზე, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის; ვერ გვექნება პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც გვაქვს ევროკავშირისგან. საბოლოო ჯამში, თუ ვერ შედიხარ იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, მაშინ სხვა გეოპოლიტიკური სივრცე არ არსებობს, გარდა რუსეთის გავლენის სფეროებისა და რჩები იქ, საიდანაც გამოსვლას საქართველო ამდენი წლის განმავლობაში ცდილობდა", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთადერთი გარანტორი ევროკავშირია.

"ევროპული მომავალი უდრის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს , რომ საბედისწერო შეცდომა არ დავუშვათ. ამის უნარი ქართველ ხალხს აქვს. უნდა ვიყოთ მტკიცენი არჩევანში, პრინციპებში,სამშობლოს სიყვარულში, იმ ღირებულებების ერთგულებაში, რაც თაობებით მოგვდევს. ჩვენი ევროპელობა საუკუნეებს ითვლის. ის, რაზედაც ილია ჭავჭავაძე, ჩვენი თაობები ოცნებობდნენ", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები