მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის - თანამშრომლების ნაწილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი შენობა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიას დაეთმოს.

მათთვის, არ არის მისაღები მენეჯმენტის განმარტება, რომ მაუწყებელი ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მოთხოვნით არხის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართა. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რაზედაც მენეჯმენტისგან უარი მიიღეს.

მათივე შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი, რომ მსგავსი სატელევიზიო პროგრამა მაყურებელს შესთავაზოს.

საზმაუს თანამშრომლების ნაწილი: "ჩვენს არაერთ მიმართვას არ მოჰყვა არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები