პიცერია „ნაპოლიმ“ პურ-ფუნთუშეულის მიმართულება განავითარა და ახალი ობიექტი „პასტიჩერია ნაპოლი“ გახსნა. პასტიჩერია თბილისში, ფალიაშვილის 77 ნომერში მდებარეობს და უკვე სამი თვეა ოპერირებს. ახალ ობიექტზე BM.GE-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" დამფუძნებელმა მამუკა კილაძემ ისაუბრა.
“პურის სხვადასხვა სახეობა, სენდვიჩები, სალათები, კრუასანები და სხვა ჯანსაღი პროდუქცია გვაქვს. თუმცა, ჩვენთვის ძირითადი მიმართულება მაინც კრუასანია”, - ამბობს მამუკა კილაძე.
მისი თქმით, ახალი ობიექტის გასახსნელად დაახლოებით 100 000-150 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ობიექტს 20-მდე ადამიანის მასპინძლობის შესაძლებლობა აქვს, რომელიც მომხმარებლებს გატანის სერვისსაც სთავაზობს.
ცნობისთვის, მამუკა კილაძემ თბილისში პიცერია "ნაპოლი" სამი წლის წინ გახსნა, რომელიც ბაზარზე წარმატებული ოპერირების ფონზე ეტაპობრივად ფართოვდება. "ნაპოლი" მალე ბარის გახსნასაც გეგმავს.




























