მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პლაკატების უნებართვო განთავსებაზე მოკვლევა მიმდინარეობს, იქნება სანქციები“ - მერის მოადგილე

ჯარიმები

თბილისის მერის მოადგილის კახა გულედანის განცხადებით, დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების უნებართვო განთავსების საკითხზე მუნიციპალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს და სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში გაიწერება ჯარიმები. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში პოლიტიკური პლაკატების განთავსებისა და მათ ჩამოხსნას ეხებოდა.

მისი ინფორმაციით, ფიზიკურ და იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა ერთი და იგივეა და ზონების მიხედვითაა განსაზღვრული.

„ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე პოლიტიკური და აპოლიტიკური შინაარსის პლაკატების განთავსება, თუ ნებადართული არ არის, სამართალდარღვევაა. მუნიციპალურ ინსპექციას ამ საკითხზე დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. კონკრეტულად თქვენ მიერ დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. სანქციები ასეთია, ზონების მიხედვით ჯარიმა 200-დან 1000 ლარამდეა.

მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომლებზეც ნებართვა არ არის გაცემული, იქნება სანქციები“, - განაცხადა კახა გულედანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები