მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პლანეტის მოსახლეობა პიკს 2084 წელს მიაღწევს

მოსახლეობა

გაეროს განახლებული პროგნოზის თანახმად, პლანეტის მოსახლეობა პიკს 2084 წელს მიაღწევს და მაშინ მოქალაქეების საერთო რაოდენობა 10 მილიარდ 300 მილიონი იქნება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ, დედამიწის მოსახლეობა ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა ის კრიტიკულ ნიშნულამდე არ დაეცემა და დაახლოებით 9 მილიარდის ფარგლებში დასტაბილურდება.

ზრდის დინამიკის მამოძრავებელი ძირითადი რეგიონები აზია და აფრიკა იქნებიან, სადაც შობადობის საშუალო მაჩვენებელი 2.1-ზე მაღალია.

რაც შეეხებათ განვითარებულ ქვეყნებს, აქ შობადობის მაჩვენებელი 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ბუნებრივად შემცირდება, თუმცა დედამიწის ჯამური მოსახლეობა მაინც მზარდი ან სტაბილური იქნება.

გაეროს შეფასებით, ზრდისა თუ შემცირების ტენდენცია პანიკის საფუძველს არ ქმნის და არცერთ რეგიონში ანომალიური ზრდა ან შემცირება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები